Graduation 2017

Graduation 2017


უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის -  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი - Graduation 2017. ზეიმის მონაწილეებს მიესალმენ და გზა დაულოცეს უნივერსიტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და სხვა პროფესორ-მასწავლებლებმა. კურსდამთავრებულებმა კი, თავის მხრივ, გაიხსენეს ეპიზოდები სტუდენტური ცხოვრებიდან, გამოხატეს თავიანთი ემოციები აკადემიური პერსონალისა და მეგობრების მიმართ - პირობა დადეს, რომ გაამართლებენ უნივერსიტეტის იმედებს და ყოველთვის იზრუნებენ მისი იმიჯის დასაცავად.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულთა მშობლები, ახლობლები, მოწვეული სტუმრები.

 

Graduation 2017 გრანდიოზული ფოიერვერკითა და კონცერტით დასრულდა, რომელიც ბენდმა „რეზო და ბავშვები“ და მოწვეულმა DJ-ს მუსიკალურმა ჯგუფმა გამართა.

 

 

საკონტაქტო პირი: სოფიო თავბერიძე - 551041144 s.tavberidze@gruni.edu.ge sofitavberidze@gmail.com