სტაჟირება ამერიკაში

სტაჟირება ამერიკაში


ატრიუმში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და აგილ პრეს ვენჩერს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ აგილ პრეს ვენჩერის ხელმძღვანელი შონ ჰამილტონი, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მამუკა თავხელიძე, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

მემორანდუმი ითვალიწინებს სტუდენტების სტაჟირებას ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებში, რაც ხელს შეუწყობს აუდიტორიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების უნარის განვითარებას, ახალი გამოცდილების შეძენას. 

 

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის მაგისტრებმა სანდრო მერმანიშვილმა,  ერეკლე პაპუაშვილმა და ბიზნესის სკოლის დეკანმა პროფესორმა მურთაზ კვრკვაიამ.                                

 

ხელმოწერის შემდეგ  ბატონმა შონ ჰამილტონმა და პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მიულოცეს სტუდენტებს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ინტეგრაციიისკენ.