უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტი

უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტი


განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის  ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც  ითვალისწინებს უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელებას - აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებას/გადამზადებას, უცხოეთში განათლებამიღებული ქართველი პროფესურის მოზიდვას, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას და სხვ.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერა აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა.