სტუდენტების სტაჟირების პროგრამა

სტუდენტების სტაჟირების პროგრამა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებისათვის, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ბანკების ასოციაციაში განხორციელდა ერთკვირიანი სტაჟირების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა პრაქტიკული საბანკო ოპერაციების სწავლებას.

სტაჟირების კურსს ხელმძღვანელობდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი  გიორგი ცუცქირიძე.

ტრეინინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

ინფორმაცია სტაჟირების შესახებ განთავსებულია ასოციაციის ვებგვერდზე.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია, t.gamsakhurdia@gruni.edu.ge