Alter last Bell მთაწმინდის პარკში

Alter last Bell მთაწმინდის პარკში


უნივერსიტეტის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში გაიმართა Alter last Bell, რომელიც მიეძღვნა 12 კლასის დამთავრებას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულებმა, აგრეთვე, სტუმრებმა, რომლებიც შეუერთდნენ ახალგაზრდობის საყოველთაო ზეიმს.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გათამაშებები; ცეკვისა და სიმღერის კონკურსი; ე.წ. City Game, რომელიც გულისხმობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 1000 ლარიანი ვაუჩერის პოვნას და სწავლის დაფინანსებისთვის გამოყენებას; დღის ბოლოს, სტუმრებს, პოზიტიური განწყობა შეუქმნეს მომღერლებმა ბაბიმ, პიკასომ და ბენდმა რეზო და ბავშვები.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - შეიქმენი დადებითი განწყობა ჩვენთან ერთად!