გოჩა ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია

გოჩა ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ძამაშვილმა სტუდენტებს განუმარტა განსხვავება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოების განსჯადობის სფეროებსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განსჯად საქმეებს შორის.

 

შეხვედრამ, საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და გაგრძელდა დიალოგის ფორმატით.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696