BBQ PARTY

BBQ PARTY


უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა BBQ party, რომელიც მიზნად ისახავდა აქტიური სტუდენტური ცხოვრების პოპულარიზაციას, შუალედური გამოცდებით გამოწვეული დაძაბულობისგან განტვირთვას და, შესაბამისად, სწავლისადმი გონივრული მოტივაციის გაზრდას.

 

ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა. მონაწილეთა აზრით ეს იყო აქტივობა, რომელიც პირველად განხორციელდა საუნივერსიტეტო სივრცეში, ის მაღალი კრეატიულობითა და ევროპული აქცენტებით გამოირჩეოდა.

 

იდეა სოფო თავბერიძეს ეკუთვნის, რომელიც, თავის თანაკურსელებთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსებით, პარტნიორ ნანტის უნივერსიტეტში სწავლობდა ერთი სემესტრით და ამგვარ ღონისძიებაში პირველად სწორედ იქ მონაწილეობდა.

 

„მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვინდოდა ჩვენს უნივერსიტეტშიც განგვეხორციელებინა ასეთი ღონისძიება... მადლობა ადმინისტრაციას, რომ ამის საშუალება მოგვცა. დიახ! ალმა მატერი ირჩევს - ევროპულ განათლებას, ევროპულ სტუდენტურ ცხოვრებას“!

სოფო თავბერიძე