პოლონელი პროფესორები უნივერსიტეტში

პოლონელი პროფესორები უნივერსიტეტში


ერაზმუს+ (Erasmus+) პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლები - პროფესორი ბოგნა გავრონსკა-ნოვაკსა და პროფესორი იაროსლავ ჯურა.

 

სტუმრები შეხვდენენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს, ჩაატარეს ლექციების ინტენსიური ციკლი და ვოქშოფი.

 

პროფესორმა ბოგნა გავრონსკა-ნოვაკმა ბიზნესისა და მართვის სკოლის და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან განიხილა თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემები.

 

პროფესორ იაროსლავ ჯურას მეცადინეობებს ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, რომლებმაც, პროფესორთან ერთად, დაამუშავეს კონტენტ ანალიზის საკითხები მედიაში.

 

სტუმრები აღფრთოვანდნენ უნივერსიტეტის ახალი კამპუსით და სტუდენტების მომზადების მაღალი დონით.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე; 577538626 n.kemertelidze@gruni.edu.ge