დასაქმების ფორუმი -2017

დასაქმების ფორუმი -2017


უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, დასაქმების სააგენტო HR -ის კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ და პროექტის დირექტორმა ირინა გაგოშიძემ ჩაატარეს პრეზენტაცია - „დასაქმების ფორუმი 2017“.

პრეზენტაციის ფარგლებში, ბათუმის წარმომადგენლობისა და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები გაეცნენ ფორუმში მონაწილეობის პრინციპებსა და შესაძლებლობებს.

ინფორმაციისთვის: ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია საბანკო/საფინანსო/სამედიცინო/ ტურიზმის და სხვა სფეროებიდან.

ფორუმი გაიმართება:

15 მაისს 11:00-15:00 სთ;

თბილისი, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორი“ რუსთაველის გამზ. 29;

19 მაისს 12:00-14:00 საათამდე;

ბათუმი, „ჰილტონ ბათუმი“, რუსთაველის 40;

გამოიყენე შესაძლებლობა, დასაქმდი წარმატებულ კომპანიაში და იყავი წარმატებული!

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ „დასაქმების ცენტრს“. (ოფისი A1-01).

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge