ერაზმუს+ (Erasmus+ KA107) პროგრამა

ერაზმუს+ (Erasmus+ KA107) პროგრამა


ერაზმუს+ KA107 (Erasmus+ KA107) პროგრამის ფარგლებში სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩა ერთი სტუდენტი, ერთი აკადემიური და ერთი ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებსაც უმასპინძლებს იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტი (პოლონეთი). ესენი არიან:

 

ამირან პარასკევაშვილი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტი, რომელიც პოლონეთში 2017 წლის თებერვალს გაემგზავრება და ისწავლის ერთი სემესტრით.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე, რომელიც იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტში ლექციებს ჩაატარებს 2017 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე.

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი თინათინ ასათიანი, რომელიც 2017 წლის 28 მაისიდან 3 აპრილამდე იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებზე.

 

პროექტი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26