სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია


მედიცინის სკოლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დამეგობრებისა და სამეცნიერო სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და ფსიქოლოგიის აკადემიური პროგრამის სტუდენტები: ია შანიძე, თამარ წითლიძე, ია ალექსიშვილი, ნინო მაჭუტაძე, ნიკოლოზ ნათელაშვილი, ანა ლალიაშვილი, ანი ყურაშვილი, მარიამ ძიძიგური და ირინა გოგრიჭიანი.

 

გამომსვლელებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები, საუკეთესო მომხსენებლებს კი დიპლომი და საჩუქარი.

 

 

საკონტაქტო პირი: მანია არაბული 595 13 25 16; maia.arabuli@gmail.com