საუნივერსიტეტო კვირეული

საუნივერსიტეტო კვირეული


ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: ტერორიზმთან ბრძოლის გამოწვევები და ადამიანის უფლებები. ლექცია სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით წარიმართა. განხილულ იქნა ტერორიზმის იდეოლოგიური საფუძვლები, მიზნები და ბრძოლის მეთოდები.

 

სტუმარმა დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა და აღნიშნა:

 

ჩემთვის პატივი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუმრობა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აქ არსებულმა გარემომ და სტუდენტთა გულწრფელმა მოტივაციამ მიიღონ კარგი და ხარისხიანი განათლება...