ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი

ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი


11-12-13 ნოემბერს, საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის, უნივერსიტეტის ახალ კამპუსში ჩატარდა ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი. ფესტივალი ითვალისწინებდა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს - ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციური და ორატორული უნარის განვითარებისათვის. ტრენინგები ჩაატარეს ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა - სამუშაო ენა ქართული და ინგლისური ენები იყო. თემატიკა შეეხებოდა ეფექტურ კომუნიკაციას, პრეზენტაციას, დროის მართვას (Time Management), ლიდერობას, თავისუფალ აზროვნებას და ინკლუზიას. მონაწილეებმა შეისწავლეს, ასევე, პროექტების მენეჯმენტი და წარმოადგინეს საკუთარი პროექტები.

 

ფესტივალის მონაწილეთა განწყობის ასამაღებლად იზრუნეს სკაუტებმა.

 

 

საკონტაქტო პირი:  სოფიო თავბერიძე  tavberidze.sopio@gruni.edu.ge