გიგი გიგიაძე უნივერსიტეტში

გიგი გიგიაძე უნივერსიტეტში


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა სტუდენტებს. თემა ევროპასთან თანამშრომლობის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს მოიცავდა. ბატონმა გიგიმ ვრცლად მიმოიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ისაუბრა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვიზალიბერალიზაციის საკითხებმა, საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებმა და სხვ.

 

სტუმარმა ამომწურავი პასუხი გასცა სტუდენტთა შეკითხვებს.

 

შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა.