კორონა პანდემია, როგორც დიგიტალიზაციის გამაძლიერებელი
GeoEng

კორონა პანდემია, როგორც დიგიტალიზაციის გამაძლიერებელი

ერთი რამ ცხადია: სამყარო იცვლება და ათწლეულების განმავლობაში მიჩნეული „ჩვეულებისამებრ ან რა თქმა უნდა“ გადახედვას საჭიროებს. დიგიტალიზაცია ვრცელდება თითქმის ყველა სფეროში. ჩნდება ახალი ბიზნესმოდელები და არსებული მთლიანად ან ნაწილობრივ ქრება. ამავე დროს, მწვავდება კონკურენცია გლობალიზებულ ქსელურ სამყაროში და მრავალი კომპანია დიდი გამოწვევების წინაშე დგება.

COVID - 19 - ის კრიზისის შოკის ტალღები, რომლებიც მთელ დედამიწას არყევს, გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების და მუშაობის აქტუალობას და შევცვალოთ ის ძირეულად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, კოვიდ 19-ის პანდემიის ეკონომიკური შედეგები და განვსაზღვროთ მისი დადებითი მხარეები.

ჩვენი ამჟამინდელი სიტუაციის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ პოსტკორონავირუსულ სამყაროში ხალხი და კომპანიები უფრო მდგრადი და უკეთესად აღჭურვილები იქნებიან „შემდეგი წვიმის ასატანად“. ჩემეული ხედვა, პროგნოზი გვაჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ახალი სამყარო, როდესაც პანდემიიდან გამოვალთ.

 

ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება

COVID-19-მა შეცვალა ჩვენი შრომის, საქმიანობის ფორმა, შეიძლება ითქვას „შრომითი ცხოვრება“: იძულებულნი გავხდით შევჩვეულიყავით სახლიდან მუშაობას. პანდემიამ გვაიძულა, საზოგადოებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, საკარანტინო პერიოდში მოგვეძებნა ციფრული გადაწყვეტილებები: საქმიანი შეხვედრების, სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლების, თეატრალური, საკონცერტო, სპორტული აქტივობების და მრავალი სხვა საკითხის სამართავად; ამან, ერთი მხრივ დაგვაფიქრა, ხომ არ ვისურვებდით ამ ახალი, დადასტურებული პრაქტიკის შენარჩუნებას პოსტკორონავირუსულ სამყაროში. ამავდროულად, მივხვდით, რომ ყოველთვის არ არის აუცილებელი უცხოეთში გამგზავრება ერთი შეხვედრისთვის და რომ ვიდეოკონფერენციაც შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს ყველა სახის კომუნიკაციისთვის - დირექტორთა საბჭოს სხდომების ჩათვლით.

 

მადლობა საუკეთესო მონიტორინგს „ IoT and Big Data“

პანდემიის დროს რეალურ დროში დავინახეთ მონაცემთა ბაზების ძალა. გაკვეთილები, რომლებიც ამ გამოცდილებიდან მივიღეთ, გამოყენებული იქნება შემდეგი გლობალური ეპიდემიის სტრატეგიის მონიტორინგისთვის, რადგან ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტის „ IoT and Big Data“ ტექნოლოგია და - მონაცემთა უზარმაზარი, რთული და სწრაფად მოძრავი რაოდენობა. ეროვნულმა ან გლობალურმა აპლიკაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ადრეული გაფრთხილების უკეთესი სისტემების განვითარება, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა აფეთქების პირველი ნიშნების დადგენისთანავე.

მაგალითად, GPS-ის მონაცემების დახმარებით, შესაძლებელია იმ ჯგუფის დადგენა და მოძიება, ვისაც ინფიცირებული დაუკავშირდა და ამით უფრო მარტივად აღმოიფხვრება ინფექციის გადაცემის გზები. გადაჭრის ყველა ეს ვარიანტი საჭიროებს ფრთხილად განხორციელებას თითოეული ადამიანის კონფიდენციალურობის დასაცავად და მონაცემთა ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მონიტორინგის ეს ფორმა ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება მომავალ პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას.

 

ვაქცინის შემუშავება

რაც უფრო მალე შევქმნით ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს - ვაქცინას- COVID-19-ის სამკურნალოდ, მით უფრო მალე შევძლებთ პანდემიის გაკონტროლებას და მომავალში მსოფლიოში დამანგრეველი შედეგების მქონე ვირუსული დაავადებების თავიდან აცილებას.

 

ტელემედიცინა

ტელემედიკური და ვირტუალური კონსულტაციები სავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში გახდა ხელმისაწვდომი. იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის ექიმთან ან სამედიცინო ცენტრში არ გავიქცეთ და მრავალსაათიან რიგებში არ ვიდგეთ, ტელემედიცინის საშუალებით სამედიცინო მომსახურების გაწევა შორიდანაც შეიძლება. ჯანდაცვის ზოგიერთმა პროვაიდერმა ელექტრონული კონსულტაციის ეს მეთოდი COVID-19-მდეც შესთავაზა საზოგადოებას, მაგრამ ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ სივრცეში აუცილებელი გახდა.

 

მეტი ონლაინ მაღაზია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მაღაზიაში მიიჩნევდნენ, რომ მათ გატეხეს ონლაინ შოპინგის კოდი, COVID-19-მა ორივე სისტემა უფრო მეტად დაამძიმა, რადგან შეძენის უმეტესობა ინტერნეტში გადავიდა. მაღაზიები, რომლებსაც ონლაინ ვარიანტი არ ჰქონდათ შემოღებული, ფინანსური ნგრევის წინაშე აღმოჩნდა და ისინი, ვინც გარკვეულწილად დაიწყეს პოტენციალის რეალიზება, გადავიდნენ თავიანთი ასორტიმენტის შევსებაზე. COVID-19-ის შემდეგ კომპანიებს, რომელთაც სურთ დარჩნენ კონკურენტუნარიანი, უნდა მოძებნონ თავიანთი პროდუქტებისა და მომსახურების ვირტუალურად შეთავაზების გზები, მაშინაც კი, თუ მათ სურთ თავიანთი ფიზიკური მაღაზიები შეინარჩუნონ. მუდმივად უნდა დახვეწონ ლოჯისტიკისა და მიწოდების სისტემები, რათა გაუმკლავდნენ გაზრდილ მოთხოვნას, იქნება ეს მყიდველების პრეფერენციებით თუ მომავალი პანდემიით.

 

რობოტების გამოყენების ზრდა

რობოტები იმუნურია ვირუსებისგან. მიუხედავად იმისა, გამოიყენება ისინი საქონლის მისაწოდებლად, ჯანმრთელობის სისტემაში სასიცოცხლო ფუნქციების თუ ქარხანაში წარმოების შესანარჩუნებლად. კომპანიებმა აღიარეს, რომ რობოტები მხარს გვიჭერენ და ასევე მნიშვნელოვან ამოცანებს იკისრებენ მსოფლიოში კორონას შემდეგ ან მომავალი პანდემიის დროს.

 

მეტი ციფრული ივენთი

ორგანიზატორებმა და ღონისძიებებში ფიზიკურად მონაწილეებმა, რომლებიც იძულებული გახდნენ ვირტუალურ სივრცეზე გადასულიყვნენ, აღიარეს ორივე ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფიზიკური არსებობის მოვლენები COVID -19 - ის შემდეგ გაქრეს სცენიდან, მაგრამ ორგანიზატორებმა უნდა განიხილონ, თუ როგორ შეძლონ ციფრული მოვლენების სპექტრის გამდიდრება. ჰიბრიდული ღონისძიებები, რომელთა ნაწილი ფიზიკურად და ზოგიც ციფრული გზით ხორციელდება, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

ელექტრონული სპორტული ღონისძიებების ზრდა

სპორტის ორგანიზატორები, პრომოუტერები და გულშემატკივრები უნდა შეგუებულიყვნენ იმას, რომ სასურველი საქმიანობა გადაიდო უვადოდ ან მთლიანად გაუქმდა COVID-19 - ის შედეგად. სამაგიეროდ ამის შემდეგ ელექტრონულ სპორტს აყვავების პერიოდი დაუდგა. გაჩნდა ფორმულა 1-ის ავტორბოლების ელექტრონული ვერსიები, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება ვერ შეედრება ფორმულა 1-ის ტრადიციულ მოვლენებს, ეს მაყურებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სიამოვნება სპორტით. ჩვეულებრივი სპორტული ღონისძიებებისგან განსხვავებით, ელექტრონული სპორტი ადვილად გადაეცემა ინტერნეტს. პროგნოზირებადია, რომ მომავალში უფრო მეტი ჰიბრიდული სპორტული გაშუქება განხორციელდეს, რომელშიც ფიზიკური მოვლენები ციფრულ შეთავაზებებთან იქნება შერწყმული.

COVID – 19-მა შეიძლება ჩვენი დამკვიდრებული სისტემები და ჩვენი მოთმინება გამოცდის წინაშე დააყენოს, მაგრამ კრიზისი ასევე ქმნის გამძლეობას და გვთავაზობს აუცილებლობის გამო ახალი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას. პოსტკორონავირუსულ სამყაროში ჩვენ მნიშვნელოვანი გაკვეთილები გვექნება იქიდან, თუ როგორ ვებრძლოთ ვირუსს, რაც ხელს შეუწყობს სამყაროს, რომ გახდეს უკეთესი.