საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ხელისუფლების გამიჯვნის ხარისხია დემოკრატიულობის ბარომეტრი
GeoEng

საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ხელისუფლების გამიჯვნის ხარისხია დემოკრატიულობის ბარომეტრი

საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ხელისუფლების გამიჯვნის ხარისხია დემოკრატიულობის ბარომეტრი - საქართველოში და, ყველგან.

 

ნებისმიერი სახელმიწფოს სიძლიერეს, მასში მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ კეთილდღეობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ინსტიტუციური მდგრადობა. ისტორიული თვლასაზრისით კი თანამედროვე სახლემწიფოს ადმინისტრირების ფორმა, რომელიც მე-18 საუკუნის ევროპიდან იღებს დასაბამს, დაკავშირებულია სახელმწიფო მოწყობის რესპუბლიკურ მოდელთან. ამ პერიოდიდან საფუძველეი ეყრება დეპერსონიფიცირებულ მმართველობის დამკვიდრებას (მონარქის ინსტიტუტის გაუქმებას და/ან მისთვის ერთპიროვნული უფლებამოსილების შეზღუდვას) რაც გულისხმობს სახელმწიფო მმართველობის ვერტიკალური მოდელის ჰორიზონტალურად ტრანსფორმაციას. ამ შემთხვევაში ერთპიროვნული ძალაუფლების ტრანზიციამ, წარმოშვა საჯარო ხელისულფება და გააჩნია საჯარო მოხელეთა კლასის შექმნის აუცილებლობაც. ყოველივე ამის შედეგად, საჯარო სამსახური ჩამოყალიბდა ფართო საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების უზრუნველმყოფ დამოუკიდებელ ინსტიტუტად. 

 

დღეს, თანამედროვე, განვითარებული სახელმწიფოების სტაბილურობის გზა, გადის სწორედ მისი საჯარო მმართველობის სისტემის ეფექტიანობის ხარისხზე. საჯარო მმართველობის სისტემის ფუნქციონირება კი თავის მხრივ საჭიროებს გარკვეულ სამართლებრივ რეგულირებას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას საჯარო მოხელეთა საქმიანობის კეთილსინდისიერების პრინციპით განხორციელება. საჯარო სამსახურში ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების შერსულება, მნიშვნელოვნ ინსტურმენტს წარმოადგენს მისი ეფექტიანობისა და ორგანიზებულობის ხარისხის გასაზომად. ყველა ის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ადგენს საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესებსა და განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს - უზრუნველყოფს ქვეყანაში ღია და გამჭვირვალე მმართველობითი ამოცანების წარმატებით შესრულებას. თავის მხრივ კი საჯარო მოხელეთათვის განკუთვნილი ეთიკური ნორმები და სტანდარტები იძლევა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ნეიტრალიზების შესაძლებლობასაც. ამგვარი გაგება კი სახლემწიფოს დემოკრატიული მმართველობის ფორმას უსვამს ხაზს, რამეთუ დღეს დემოკრატიულობის ძირითად ბარომეტრს არა სახალხო სუვერენიტეტი, არამედ საჯარო სამსახურის ცნება წარმოადგენს.

 

ავტორი: გიორგი გოგუა

ალმა-მატერის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრი