კომუნიკაცია სამეცნიერო საზოგადოებასთან
GeoEng

კომუნიკაცია სამეცნიერო საზოგადოებასთან

კვლევების ჩატარება, მეცნიერების გაუმჯობესება და ახალი ცოდნის შექმნა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც, მათ შეუძლიათ დაეხმარონ სხვადასხვა ინდუსტრიებს უფრო ეფექტურად იფუნქციონირონ. თუმცა, ინტელექტუალური საკუთრების შექმნა არ კმარა პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად საზოგადოებაში, ან თუნდაც ერთეულ სამიზნე ინდუსტრიაში. ვინაიდან, მეცნიერის პასუხსიმგებლობაში შედის, რომ გაავრცელოს თავის მიერ შექმნილი ცოდნა და წაახალისოს ინდუსტრიების ოპერირების ახლებური მიდგომები. საბედნიეროდ, ტექნოლოგიების მნიშვნელოვად განვითარებამ და კომუნიკაციის არხების ხელმისაწვდომობამ აკადემიური წრის წარმომადგენლებს საშუალება მისცა, რომ თავიანთი სურვილის შესაბამისად, შეარჩიონ ცოდნისა თუ სამეცნიერო სერვისების შესახებ პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა სახის მიდგომები.

 

სწორად შეარჩიეთ ენა

მიუხედავად იმის, რომ სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო ან/და ტრეინინგ კურსი, შესაძლოა, ძალიან მაღალი ღირებულების მატარებელი იყოს, მკვლევარი ვერ შეძლებს მათი საშუალებით ფართო აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას, თუ ინტელექტუალური საკუთრების ენა სწორად არ არის შერჩეული. იდეალურ შემთხვევაში, მატერიალური რესურსები მოცემული უნდა იყოს სერთაშორისო ენაზე - ინგლისურად, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიეცეს ინფორმაციასთან წვდომის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რესურსები მოცემული უნდა იყოს ისეთ ენებზე, რომლებიც ფართოდაა გამოყენებული მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა გერმანული, ფრანგული, ესპანური და ა.შ. აღნიშნული კომუნკაციის მეთოდის გამოყენება მნიშვნელოვად ზრდის მკითხველთა / მსმენელთა კონტინგენტს და გასაკვირი არ არის, რომ ნაშრომის გავლენის მოხდენის ფაქტორიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

 

კონფერენციები

აკადემიურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება არის კიდევ ერთი გზა ახალი ცოდნის სტიმულირებისთვის, რაც საშუალებას აძლევთ მეცნიერებს, რომ ესაუბრონ დამსწრე ექსპერტებს, არსებულ და მომავალ მკვლევარებს თავიანთი აღმოჩენების შესახებ, გაუზიარონ იდეები და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ გამოაქვეყნონ თავიანთი საკონფერენციო ნაშრომები კონფერენციის თეზისების კრებულში, რაც, თავის მხრივ, ზრდის აკადემიური წრის წარმომადგენელბის მკითხველთა რაოდენობას.

 

ნაშრომების ბეჭდვა სამეცნიერო ჟურნალებში

სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მსგავსი აქტივობა არის ნაშრომების გამოქვეყნება მაღალი სტანდარტების მქონე, რეცენზირებად ჟურნალებში. აღნიშნულ ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნება არამარტო სავალდებულია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აკადემიური ხარისხის მისაღებად, არამედ ეს არის ნაშრომის ზაეგავლენის მოხდენის ფაქტორის, მეცნიერის სამეცნიერო წრეებში აქტივობის ინტენსივობის გასაზრდელად კარგი საშუალება, რაც, ავტომატურად, ზრდის აკადემიკოსზე მოთხოვნას უნივერსიტეტების მხრიდან როგორც აფილირირებულ პროფესორზე, სარედქციო საბჭოს წევრსა, რეცენზენტზე და ნაშრომის ხელმძღვანელზე.

 

ბლოგების წერა

ბლოგების წერა არის ერთ-ერთო აუცილებლად განსახორციელებელი აქტივობა, თუ მეცნიერს სურს, რომ მისი ნამუშევრები და აღმოჩენები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. სტატიების გამოქვეყნება სტანდარტულ ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, შედარებით მარტივია, ვინაიდან აღნიშნული მედია პლატფორმები არ საჭიროებენ შერჩევის პროცესის გავლას სტატიების გამოქვეყნებამდე 6-9 თვით ადრე. გარდა ამისა, ავტორს ბლოგის წერისას შეუძლია შეინარჩუნოს თავისი წერის სტილი, ვინაიდან ბლოგის კონცეფცია არ მოითხოვს სტატიების წერას მკაცრად გაწერილი სარედქციო დირექტივების შესაბამისად. თუმცა, ბლოგს გააჩნია თავისი სტანდარტები, როგორიც არის სტატიის გრამატიკული გამართულობა და აზრების გასაგებად ჩამოყალიებება, ინტელექტუალური ღირებულების შექმნა, ესეს წერის სტრუქტურის ცოდნა და რა თქმა უნდა მაგალითებისა და ქეისების არსებობა, რომელიც უმარტივებს მკითხველს წაკითულის გააზრებას.

 

ინტერვიუები

როდესაც შესაძლებელია, ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის მიეცით ინტერვიუები მედიას, საჯაროდ ისაუბრეთ იმ საქმეზე რომელსაც აკეთებთ და ხელი შეუწყეთ საზოგადოებაში, ამა თუ იმ საკითხზე, ცნობიერების ამაღლებას. ინტერვიუების მიცემა და პროფესიულ მედია დისკუსიებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, იმენად რამდენადაც, ახალი ცოდნა ხელმისაწვდომი ხდება ფართო აუდიტორიისთვის და სამეცნიერო, არგუმენტირებული დიალოგების მოსმენა ხელს უწყობს საზოგადოების განათლების დონის ამაღლებას, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, ნომერი პირველი მიზეზია რის გამოც მეცნიერება, ზოგადად, არსებობს.

 

წიგნები და სახელმძღვანელოები

ხშირად, ასევე, რეკომენდირებულია წიგნებისა და სახელმძღვანელოების შექმნა, რადგან აღნიშნული ფორმით გადმოცემული ახალი ცოდნა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს სხვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებიც, თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში, ადრე თუ გვიან იმ გამოწვევის წინაშე დადგებიან  რა გამოწვევებიც ერთხელ უკვე იქნა გადალახული გამოცდილი ექსპერტების მიერ. მაგალითად, მარკეტინგის ექსპერტმა, რომელიც იღებს პასხუსიმგებლობას ახალ, ინოვაციურ და ჯერ არასდროს შესრულებულ პროექტზე, შეუძლია დაწეროს გაიდლაინი, თუ როგორ მოახერხა მან იმ გამოწვევბის გადალახვა, რომელის წინაშეც პროექტის შესრულების დროს აღმოჩნდა, რა მეთოდები გამოიყენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პრაქტიკოსის გადმოსახედიდან, რა აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური გზები პრობლემების გადასაწყვეტად.