2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცედურა
GeoEng

2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცედურა

სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (www.students.eqe.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით (გარდა კვირისა), 11:00-დან 18:00 საათამდე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 29 აგვისტოდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  7. 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  8. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  9. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
  10. დიპლომი დანართთან ერთად; (მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტთათვის);
  11. CV პირადი ხელმოწერით (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტთათვის).

 

დოქტორანტურაში მობილობით ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ! საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

სააქციო საზოგადოება “ხალიკ ბანკი საქართველო“

საბანკო კოდი – HABGGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE91HB0000000006903602

 

გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ

 

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 238 44 06 (107)