მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
GeoEng

მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროგრამული მიმართულების ტესტის ტიპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე (გარდა კვირისა);

 

2. პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება იხილეთ.

 

3. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 3 სექტემბრიდან) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. განაცხადი (ივსება ადგილზე)
  2. პირადობის მოწმობის ასლი
  3. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ)
  4. 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
  5. სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის
  6. CV თანდართული ფორმით იხილეთ

 

 

შენიშვნა: მხოლოდ 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის!!!

დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.

 

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

სააქციო საზოგადოება “ხალიკ ბანკი საქართველო“

საბანკო კოდი – HABGGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE91HB0000000006903602

 

გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ

 

4. გამოცდა (ტესტირება/გასაუბრება) უცხო ენაში ყველა პროგრამაზე ჩატარდება 2019 წლის 12 სექტემბერს 14:00 საათზე.

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2019 წლის 14 სექტემბერს, 15:00 საათზე, შესაბამის სკოლებში:

 

ა. სამართლის სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) -კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდა ჩააბაროს არჩევით, მიმართულებების მიხედვით. საკითხები იხილეთ:

1. საჯარო სამართალი

2. კერძო სამართალი

3. სისხლის სამართალი

 

ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა (ტესტირება). საკითხები იხილეთ

 

გ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:

  1. საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქართულ-გერმანული ერთობლივი)
  2. გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა (ერთი სემესტრით საფრანგეთში სწავლით)

 

დ. ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) - საკითხები იხილეთ.

 

 

5. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება - 2019 წლის 16 სექტემბერი;

 

6. სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2019 წლის 20 სექტემბერიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).

 

7. რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა.

 

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 238 44 06 (107)