კარიერული სერვისის შესახებ
GeoEng

კარიერული სერვისის შესახებ

 

კარიერული სერვისის მიზნები და დანიშნულება:

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის - კარიერული სერვისის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სტრატეგიების შემუშავება, მჭიდრო კონტაქტის დამყარება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესსექტორთან, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, როგორც დასაქმების მსურველთა, ბაზის შექმნა.

 

 

კარიერული სერვისის მიზნები და ამოცანები:

 

კარიერული სერვისის მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი ამოცანებია:

 

  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სამუშაო ადგილების მოძიება და, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მათი მაქსიმალური დასაქმება;
  • მჭიდრო ურთიერთობის დამყარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოში მოქმედ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებთან;
  • სტაჟირებებისა და პრაქტიკების ორგანიზება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა სემინარებისა  და ტრენინგების ორგანიზებით;
  • პროფესიული ექსკურსიების მოწყობა;
  • „დასაქმების ფორუმის“ პერიოდულად ორგანიზება (“დასაქმების ფორუმი” ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კვალიფიციური პერსონალის შესარჩევად. ფორუმის ძირითადი მიზანია სტუდენტთა შემდგომი მაქსიმალური დასაქმება და მონაწილე ორგანიზაციათა კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა);
  • დამქირავებლთან შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტში;
  • დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, რომელიც გაითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას, სტაჟირებებისა და პრაქტიკების შესაძლებლობას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათ კარიერულ განვითარებას;
  • დამსაქმებლის მიერ არჩეული კადრების მიზნობრივი მომზადება შესაბამისი სასწავლო კურსებით;

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, კარიერული განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის კარი ღიაა. გვეწვიეთ, რომ ერთად ვიზრუნოთ თქვენს წარმატებულ მომავალზე.

 

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13

ტელ: (+995 32) 2384406 (121)

ელ.ფოსტა: career@gruni.edu.ge

Facebook