ბიბლიოთეკის ფუნქციები
GeoEng

ბიბლიოთეკის ფუნქციები

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სასწავლო რესურსებს შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 

საბიბლიოთეკო ფონდის ბეჭდური მასალა 25 000-სს აღემატება.

 

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი განყოფილება: აბონიმენტი და სამკითხველო დარბაზი, ასევე შიდასაუნივერსიტეტო სივრცეში განთავსებულია ინდივიდუალური მუშაობის კაბინები.

 

2010 წლიდან ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა “openbiblio“, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასურველი მასალა.

 

ძიება შესაძლებელია სამი კრიტერიუმით: ავტორი, სათაური და თემატიკა.

 

“openbiblio“ -ში აღრიცხულია ბიბლიოთეკის ბალანსზე არსებული ბეჭდური პროდუქცია.

 

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ასევე დანერგილია პროგრამა, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ მათთვის საჭირო მასალას ელექტრონულ ფორმატში.

 

 

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 10:00-21:00 სთ.

შაბათს 10:00-16:00 სთ

ტელ: (+995 32) 2384406 (115)

Email: library@gruni.edu.ge