Teen Academy

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Teen Academy

 

რა არის Teen academy?

 

ეს არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ მე-10-11-12 კლასის მოსწავლეებისათვის შექმნილი პროექტი, რომლის მიზანია პროფესიული ორიენტაციის, კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

 

სწორედ ამიტომ:

  • თუ ემზადები სტუდენტობისათვის და გსურს აირჩიო შენი მომავალი პროფესია!
  • თუ მიგაჩნია, რომ შეგიძლია გახდე დიდი გუნდის წევრი!
  • თუ გსურს მიაღწიო წარმატებას!
  • მაშინ ეს პროექტები შენთვისაა!

 

აღსანიშნავია, რომ:

  • ყველა მონაწილე მიიღებს 5%-იან ფასდაკლების ვაუჩერს ჩვენი უნივერსიტეტისგან
  • წარმატებული და გამარჯვებული აბიტურიენტები მიიღებენ 50%-70%-იან ან ყველასთვის სასურველ 100%- იან ვაუჩერს!
  • იმის დასტურად, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს ყველა სკოლის წარმატებულ მოსწავლეს პროფესიის არჩევასა და ცხოვრების სწორად წარმართვაში:
  • მოდით ჩვენთან!
  • გადადგი სწორი ნაბიჯი!

 

გახდი იურისტი

 

პროექტი - გახდი იურისტი, 4 - კვირიანი სასწავლო კურსია, პრაქტიკული ელემენტებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს თითოეულ თქვენგანს პროფესიული ორიენტაციის ფორმირებაში, გააცნოს სამართლის მეცნიერების არსი, რა არის კანონი და როგორ იქმნება ის, სამართლის რომელი დარგები არსებობს და რას შეისწავლის თითოეული, როგორია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ძირითადი ასპექტები.

აღნიშნული კურსის ფარგლებში შეიტყობთ საკუთარი უფლებისა და თავისუფლების დაცვის მექანიზმების შესახებ, რომელიც საჭიროა ნებისმიერი მოქალაქისათვის. პროექტი საშუალებას მოგცემთ ერთმანეთისაგან გამიჯნოთ კერძო, სისხლისა და საჯარო სამართალი, მეტი გაიგოთ სასამართლო სისტემის, სასამართლო ინსტანციებისა და განსჯადობის შესახებ.

პროექტის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15% -იც დაემატება.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღია: 24 თებერვალი, 3-10-17 მარტი;

პროექტის ლოკაცია: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.

 

 

გახდი პოლიტიკოსი

 

5-9 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შანსი, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში და თავისი წვლილი შეიტანონ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან.

სპეციალური სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ, პროექტის ყველა მონაწილე ჩაერთვება კანონშემოქმედებით პროცესში. კანონპროექტს, რომელიც გონივრული და რელევანტური აღმოჩნდება, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიიღებს, როგორც საკანონმდებლო წინადადებას, აქცევს საკანონმდებლო ინიციატივად და წარადგენს პარლამენტში განსახილველად.

ამ პროექტის მეშვეობით ყველა აბიტურიენტი შეძლებს პოლიტიკურ საქმიანობაში მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები, დარწმუნდეს მომავალი პროფესიის არჩევანის სისწორეში და, რაც მთავარია, შეიტანოს თავისი წვლილი ადამიანის უფლებათა დაცვაში.

უნივერსიტეტისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ შეირჩევა გამარჯვებული ჯგუფი, რომლის თითოეული წევრი უნივერსიტეტისაგან მიიღებს 3 000- ლარიან ვაუჩერს. მისი გამოიყენება შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სწავლის საფასურის გადასახდელად, ხოლო სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.

პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი .

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 1 მარტი ;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღი: 5-9 მარტი;

პროექტის ლოკაცია:დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“ და საქართველოს პარლამენტი.

 

 

მედიაცია

 

12-17 თებერვალს Teen Academy -ის ფარგლებში იწყება პროექტი - მედიაცია.

რა არის მედიაცია?

მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, როდესაც ნეიტრალური პირი - მედიატორი, დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში.

ბოლო პერიოდში მედიაცია აქტუალური და პოპულარული გახდა ევროპაში. მორიგების ეს ფორმა აქტიურად ინერგება სამართლის პრაქტიკაშიც.

ყველა მე-11 და მე-12 კლასელს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროექტში და მოიპოვოს 100%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნის შემთხვევაში, ისწავლოს უფასოდ ან მიიღოს ნაწილობრივი გრანტი, 2250 ლარიანი სწავლის საფასურით.

ყველა სხვა მონაწილეს კი გადაეცემა სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.

მედიაციის პროცესის დაწყებამდე მონაწილეთათვის ჩატარდება ტრენინგები.

გახსოვდეს - შენი მომავალი იქმნება აქ!

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 8 თებერვალი;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღი: 12-17 თებერვალი;

პროექტის ლოკაცია:დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.

 

 

გახდი ჟურნალისტი

 

პროექტი - გახდი ჟურნალისტი, 3-დღიანი კურსია, რომელიც დატვირთულია თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს თითოეულ თქვენგანს პროფესიული ორიენტაციის ფორმირებაში, გააცნოს ჟურნალისტიკის მეცნიერების არსი და რეალურად შეაგრძნობინოს მომავალი პროფესიის მნიშვნელობა და ხიბლი.

აღნიშნული კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან რადიოში მუშაობის, ინფორმაციის, სიუჟეტების მომზადების წესებსა და დაეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 8 თებერვალი

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღი: 14-16 თებერვალი;

პროექტის ლოკაცია: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.

 

 

ფსიქოლოგია

 

პროექტი - ფსიქოლოგია, 3-დღიანი პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის ფორმირებაში. თითოეულ მოსწავლეს გააცნოს მეცნიერების ამ დარგის მნიშვნელობა, დანიშნულება და არსი. პროექტი დატვირთულია თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები საქართველოში.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15% -იც დაემატება.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 8 თებერვალი;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღი: 14-16 თებერვალი;

პროექტის ლოკაცია:დავით აღმაშენებლის ხეივანი მე- 13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.

 

 

ბიზნესის და მენეჯმენტის საფუძვლები

 

21-23 თებერვალს Teen Academy -ის ფარგლებში იწყება პროექტი - ბიზნესის და მენეჯმენტის საფუძვლები, პროექტის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს ბიზნესისა და მენეჯმენტის საფუძვლები და დაანახონ მათ, თუ რატომ უნდა დაუკავშირო შენი მომავალი პროფესია ბიზნესს.

ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს აღნიშნულ პროექტში და მოიპოვოს ფასდაკლების ვაუჩერი.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.

გახსოვდეს - შენი მომავალი იქმნება აქ !

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 18 თებერვალი;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღი: 21-23 თებერვალი;

პროექტის ლოკაცია:დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.

 

 

სტომატოლოგია

 

სტომატოლოგიის ფაკულტეტის ღია კარის დღეები 3-დღიანი პროექტია, რომლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს სტომატოლოგის პროფესია და პრაქტიკული სამუშაოებით შეასწავლოს მისი საფუძვლები.

აღსანიშნავია, რომ კურსის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ წამყვანი სპეციალისტები.

აღნიშნული პროექტი ამ პროფესიით დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ მომავალი პროფესიის უნარ-ჩვევები.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 8 თებერვალი;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა;

პროექტის ჩატარების თარიღია: 14-19 თებერვალი;

პროექტის ლოკაცია: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.