ფინანსური მხარდაჭერა და საგრანტო სერვისი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფინანსური მხარდაჭერა და საგრანტო სერვისი

 

როგორ შეიძლება მოირგო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა

 

GRUNI-ში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს „სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი“. ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენთან სწავლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. იხ. სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

 

 

რას გულისხმობს უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა?

 

  • აბიტურიენტს, რომელიც პირველ ან მეორე პრიორიტეტად აირჩევს 033-ს და მოხვდება ათეულში, ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

 

  • აბიტურიენტი, რომელიც Gruni-ს პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, ისარგებლებს 15%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).

 

  • თუ ხარ ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან დევნილი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).

 

  • თუ ხარ ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).

 

  • სტუდენტს, რომელიც ჩაერთვება უნივერსიტეტის აქტივობებში, სწავლის საფასური დამატებით 5%-ით შეუმცირდება (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).

 

 

 

სტუდენტი, რომელიც დარეგისტრირდება  Teen Academy-ში და პირველ პრიორიტეტად მონიშნავს  033-ს, მიიღებს დამატებით შანსს ისწავლოს სრული დაფინანსებით Gruni-ში ან ისარგებლოს 70% 50% 30% და 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით.

 

 

 

  • ერთობლივი პროგრამების ფარგლებში უცხოეთში შენ სწავლას დააფინანსებს უნივერსიტეტი

 

  • კრედიტების დაგროვების მიზნით უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში შენ სწავლას, ასევე, დააფინანსებს უნივერსიტეტი მთლიანად ან ნაწილობრივ

 

 

  • თუ Gruni-ში სწავლობს ოჯახის ერთზე მეტი წევრი, თითოეულს სწავლის საფასური 10%-ით შეუმცირდება.

 

  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით

 

                                                                                                                                             

ყველა ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება 4 აკადემიურ წელზე.

სწავლის მთლიანი გადასახადის მინიმალური ოდენობა, ფინანსური შეღავათების შემდეგ, არ უნდა შეადგენდეს  2250 ლარზე ნაკლებს.