სამაგისტრო პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამაგისტრო პროგრამები

მაგისტრატურა, როგორც საუნივერსიტეტო განათლების მეორე საფეხური, ისეთი აკადემიური პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და გულისხმობს ბაკალავრის შემდგომი, უფრო მაღალი დონის სპეციალისტისა და მკვლევარის მომზადებას.

 

მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული პროგრამით და მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.

 

 

მაგისტრატურის მიზნებია:

 

კადრების მომზადება მაღალკვალიფიციური პროფესიული, პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობისათვის.

 

დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი თეორიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

კვალიფიკაციის ამაღლება, კვალიფიკაციის შეცვლა.

 

პროგრამის აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის კატალოგში. ამ გვერდით წარმოგიდგენთ სასწავლო დისციპლინებს, კრედიტების მითითებით, რომლებსაც გაივლით ამ თუ იმ პროგრამის ფარგლებში.

უნივერსიტეტში ხორციელდება 5 სამაგისტრო პროგრამა.

 

სამაგისტრო პროგრამის სასწავლო დისციპლინები

 

ისწავლება მხოლოდ ინგლისურად