1992 - 2000

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


1992 - 2000

1992 წელი - დაფუძნდა კერძო უნივერსიტეტი “ალმა მატერი“. იმ დროისათვის ლექციებს კითხულობდნენ - აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, კოტე მახარაძე, ოთარ ჯაფარიძე, რეზო ჭოღოშვილი, ალბერტ აბესაძე, ლეო მენაბდე...

 

1994 წელი - “ალმა მატერში“ ლექციების წაკითხვას იწყებენ ამერიკელი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები.

 

1995 წელი - უნივერსიტეტ “ალმა მატერს“, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი, თუმცა საზოგადოება მას, დღესაც, “ალმა მატერად“ მოიხსენიებს.

 

1995 წელი - უნივერსიტეტში დაარსდა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-ტრენაჟორული სისტემა, შეიქმნა საფანტომო ლაბორატორია, კომპიუტერული უზრუნველყოფით, რომლის ანალოგი საქართველოში დღესაც არ მოიპოვება.

 

1995 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართველოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი).

 

1996 წელი - უნივერსიტეტი აფუძნებს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას (კერძო სასწავლებელთა შორის პირველად).

 

1996 წელი - ჩატარდა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასწავლებელთა ათეულშია.

 

1998 წელი - სტომატოლოგიურ კათედრაზე, პირველად საქართველოში, დამუშავდა სტომატოლოგიური სწავლების კომპიუტერული პროგრამა ქართულ ენაზე (საავტორო უფლება 01/3-3-40).

 

1999 წელი - დებატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის პროექტმა გაიმარჯვა ფონდი “ღია საზოგადოება “საქართველოს” კონკურსში.

 

2000-2001 წლები - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს აუდიო კონფერენცია ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან ერთად.