მზადება ევროპელ მეცნიერთა ფესტივალისათვის „ევროპელ მკვლევართა ღამე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მზადება ევროპელ მეცნიერთა ფესტივალისათვის „ევროპელ მკვლევართა ღამე“

2020 წლის 12 ნოემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის, სამეცნიერო ცენტრისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მიზანი იყო პროექტ “CAPTAIN: Science is the Captain”- ის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებაში - „ევროპელ მკვლევართა ღამე“, მხარეთა მონაწილეობის განხილვა.

 

აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ინტერნეტსივრცეში, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, ქართული სამეცნიერო პროდუქტის წარმოჩენასა და კომერციალიზაციას, უნივერსიტეტების სამეცნიერო - კვლევითი აქტივობის წახალისებასა და ევროპულ სამეცნიერო წრეებში პოპულარიზაციას, კვლევითი საქმიანობით ახალგაზრდობის დაინტერესებას და სხვ.

 

ღონისძიება 2020 წლის 27 – 28 ნოემბერს გაიმართება და მასში საქართველოსთან ერთად ევროპის 15 სახელმწიფო ჩაერთვება.

 

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპელი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

 

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით შეხვედრაში მონაწილეობდა

 

გოჩა ოჩიგავა - უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.