სტუდენტები მოხუცთა თავშესაფარ „ლაზარეთს“ ესტუმრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები მოხუცთა თავშესაფარ „ლაზარეთს“ ესტუმრნენ


28 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, მოხუცთა თავშესაფარ “ლაზარეთს“ ესტუმრნენ და თავიანთი ყურადღებით გაახარეს მისი მობინადრეები.

 

ახალგაზრდებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ხანდაზმულ ადამიანებს, ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს მათ და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს თავიანთი პატივისცემა და სითბო.

 

საქველმოქმედო აქციას საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილიც შეუერთდა.

 

სტუდენტური თვითმმართველობა დამდეგ 2020 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს და დიდ მადლობას უხდის მაღაზიათა ქსელ “ჯიბე ქეშ&ქერის“ თანადგომისა და სპონსორობისთვის.

 

 

სიკეთე გადამდებია!