ტრენინგი სამედიცინო პერსონალისა და პროფესურისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი სამედიცინო პერსონალისა და პროფესურისათვის


27-28 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სწავლა-სწავლებისა და შეფასების საკითხებზე ჩაატარა ტრენინგი თავისი სამედიცინო პერსონალისა და პროფესურისათვის.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის ექსპერტები: მურთაზ კვირკვაია, ვასილ კიკუტაძე და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ნინო წილოსანი.

 

ექსპერტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად განიხილეს: პროფესიული სტანდარტის შემუშავების ძირითადი მიმართულებები, პროფესიული სტანდარტის შეფასების საკითხი; საერთაშორისო სტანდარტთან (ISCO-08) მისი შესაბამისობის შესახებ და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტი შეტანილი ცვლილებებითურთ. იმსჯელეს როგორ უნდა აისახოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული ეს ცვლილებები უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სწავლა-სწავლებისა და შეფასების საკითხებზე.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

ტრენინგის დასასრულს ექპერტებმა უპასუხეს აკადემიური და მომსახურე პერსონალის შეკითხვებს.