ჰანს გიუნტერ ლინდნერი - საქართველოს ღირებულებები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰანს გიუნტერ ლინდნერი - საქართველოს ღირებულებები


17 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა გერმანელი მეცნიერისა და მკვლევრის, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ჰანს გიუნტერ ლინდერნის წიგნის - „საქართველოს ღირებულებები (ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში)“, ოფიციალური პრეზენტაცია.

 

გერმანელმა მეცნიერმა რამდენიმეწლიანი ექსპედიციის შედეგად მოამზადა მონოგრაფია საქართველოს შესახებ, რომელშიც წარმოდგენილია უცხოელის თვალით დანახული საქართველო, მისი ღირებულებები, ისტორიული წარსული და მომავლის პერსპექტივა.

 

მონოგრაფია სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა, ფართო საზოგადოებრიობის წინაშე მისი პირველი წარდგენაც გერმანიაში გაიმართა.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე ჰანს გიუნტერ ლინდერმა ისაუბრა იმ მოტივაციის შესახებ, რამაც განაპირობა უცხოელი საზოგადოებრიობისათვის გაეცნო ეს ქვეყანა და იმ ღირებულებების შესახებ, რაც მან წიგნზე მუშაობისას საქართველოსა და ქართველ ხალხში აღმოაჩინა.

 

მონოგრაფიას მაღალი შეფასება მისცეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - ზაზა თავაძემ, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ და სხვა სტუმრებმა.

 

წიგნი სამენოვანია, იგი მომზადებულია ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

 

პრეზენტაციის დასასრულს მამუკა თავხელიძემ და ჰანს გიუნტერ ლინდერმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და კიოლნის უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

წიგნის ოფიციალურ წარდგენას ესწრებოდნენ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე; დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge