სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამუშაო ვიზიტი გერმანიაში


უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი  საჯარო სამსახურის  ბიუროს დელეგაციის შემადგენლობაში, ექსპერტის რანგში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები   გაიმართა პოტსდამის უნივერსიტეტსა და ბერლინის საჯარო მმართველობის ფედერალურ აკადემიაში, აგრეთვე,  გერმანიის საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის სათაო ოფისსა  და მის სასწავლო ცენტრში.

 

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა  გერმანიის საჯარო სამსახურში არსებული პროფესიული ტრენინგკურსების მეთოდიკის, ვადებისა და შინაარსის გაცნობა,  რათა  გერმანული გამოცდილება წარმატებით იქნეს გამოყენებული  საჯარო მოხელეთა სავალდებულო ტრენინგკურსების ქართული მოდელის შემუშავებისას.

 

ვიზიტი ორგანიზებული და დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.