სტუდენტები დასაქმების ფორუმზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები დასაქმების ფორუმზე


სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი რამდენიმე წელია თანამშრომლობს დასაქმების კომპანია „ეიჩართან“, რომელიც ამ სფეროში წამყვანი სააგენტოა და დასაქმების პორტალებს შორის გამოირჩევა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. კომპანია ეხმარება როგორც სამსახურის მაძიებელთ, ისე სტუდენტებს სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

 

2018 წლის 8 ივნისს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა „ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018”, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ისინი თავად შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრნენ ვაკანსიების შესახებ და წარადგინეს პირადი მონაცემები.

 

დასაქმების ფორუმში სტუდენტთა მონაწილეობას ხელმძღვანელბდა უნივერსიტეტის დასაქმების კოორდინატორი მარიამ წიკლაური.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge