სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები“.

 

მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია მომავალი პრაქტიკოსი ექიმებისა და მომიჯნავე სპეციალობის მქონე სტუდენტებისათვის, რადგან თანამედროვე მედიცინის განვითარება, მისი კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება გარკვეულწილად დამოკიდებულია მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის, გენური ინჟინერიის, ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიის სხვა დარგებში არსებულ აღმოჩენებსა და უახლეს მიღწევებზე.

 

სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სტუდენტების მიერ ამ საკითხების სიღრმისეული კვლევისა და სიახლეების გაცნობის, პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით.

 

კონფერენციაზე სტუდენტებმა წარადგინეს საინტერესო ნაშრომები თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თეორიული საფუძვლებისა და მიღწეული შედეგების შესახებ; განხილული იქნა პერსპექტივები, ასევე, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, თავისუფალი და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტების (უნიჯეო) სტუდენტები. კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებიც.

 

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

 

საკონტაქტო პირი: მაია არაბული maia.arabuli@gmail.com