გიორგი ლიპარტელიანის ინტერაქტიური ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი ლიპარტელიანის ინტერაქტიური ლექცია


სერტიფიცირებულმა მთის გიდმა, მთაში გამყოლობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრმა გიორგი ლიპარტელიანმა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა.

 

მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და ესაუბრა მათ საქართველოში ლაშქრობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების, სალაშქრო ტურის დაგეგმვისა და განხორციელების; სალაშქრო მარშრუტებისა და ეკიპირების შესახებ;

 

გიორგი ლიპარტელიანი, ამავე დროს, არის გამორჩეული ხედვის ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებმა არაერთხელ დაიმსახურა მოწონება და პირველი ადგილი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ კონკურსებზე. ამდენად, ლექციაზე გიორგი ლიპატელიანი ტურიზმში ფოტოგრაფიის ადგილსა და მნიშვნელობასაც შეეხო.

 

ინტერაქტიური ლექციის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. დაისახა ერთობლივი სალაშქრო ტური ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge