ბესო ჩართოლანი - ზამთრის უნივერსიადის გამარჯვებული

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბესო ჩართოლანი - ზამთრის უნივერსიადის გამარჯვებული


2-4 მარტს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ზამთრის უნივერსიადა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვა უნივერსიტეტებთან ერთად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - ბესიკ ჩართოლანიც მონაწილეობდა.

 

ბესიკ ჩართოლანი ასპარეზობდა სათხილამურო კროსში, მიღწეული შედეგებით მან საპრიზო ადგილები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გაიყო.

 

ზამთრის უნივერსიადის ჟიურიმ ის მეორე საპრიზო ადგილისათვის საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.

 

ზამთრის უნივერსიადის შედეგები:

  1. დავით თედიაშვილი (ს.ტ.უ.) - პირველი ადგილი ;
  2. ბესიკ ჩართოლანი (გრ.რობაქიძის უნ.) - მეორე ადგილი;
  3. გიორგი კურტანიძე (ილიას უნ.) - მესამე ადგილი.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ბესო ჩართოლანს წარმატებით ასპარეზობასა და გამარჯვებას.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge