საჯარო ლექცია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინტექნოლოგიების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინტექნოლოგიების შესახებ


უნივერსიტეტში ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმოხილვა და მათი გამოყენება საფინანსო სექტორში“. ლექციას ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი და გარეშე პირები.

 

სტუმარმა-ლექტორმა ვრცლად მიმოიხილა კრიპტოვალუტის სახეობები და განმარტა ბლოკჩეინ სისტემის არსი. დეტალურად განიხილა ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და სამომავლო ბიზნესმოდელები. აუდიტორიას გააცნო თავისი მოსაზრება საფინანსო სისტემის ახალი შესაძლებლობებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ.

 

სტუმარმა-ლექტორმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

საჯარო ლექციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

 

საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - 593-36-28-21 – m.kvirkvaia@gruni.edu.ge