პროფესორ მერაბ ტურავას სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ მერაბ ტურავას სემინარი


109-ე აუდიტორიაში, საუნივერსიტეტო პროექტის გახდი იურისტი ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, მერაბ ტურავას სემინარი თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელებისთვის.

 

ბატონმა მერაბ ტურავამ წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია სამართლის ცალკეული დარგებისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის შესახებ. პრეზენტაციამ უფროსკლასელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და გაგრძელდა დიალოგის ფორმატით. უფროსკლასელებს შესაძლებლობა მიეცათ ინდივიდუალურად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებებები პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696