სტუდენტური კონკურსი - „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონკურსი - „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“


საქართველოს პარლამენტმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონკურსის, გახადე შენი ქალაქი უკეთესი, ფინალისტებს უმასპინძლა. კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტების წახალისებას სოციალური პროექტების შესაქმნელად და ნაძალადევის მოსახლეობისთვის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

პროექტი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი იდეები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარადგინეს. საუკეთესო იდეების ავტორებმა პროექტების პრეზენტაცია გამართეს საქართველოს პარლამენტში, ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ნაძალადევის N 17 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი სოფო კილაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ანა ფირცხალაშვილი და ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარული ბიუროს უფროსი ნინო კვარაცხელია.

 

კონკურსის გამარჯვებული კრისტინე კირაკოსიანისა და ანტუან სოღეს პროექტი გახდა, რომელიც თბილისში, კერძოდ, ნაძალადევის რაიონში მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსების მიმოსვლის განრიგზე მობილური აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებდა.

 

მეორე ადგილი სოფო წიკლაურისა და მარიამ შენგელიას პროექტმა დაიკავა. მესამე ადგილი კი მოპოვა ორმა ჯგუფმა: რუსა მგელაძემ, ანა ფუტკარაძემ, მარი სუბელიანმა და ელენე ბაკურაძემ პროქტებისთვის: "რენოვაცია" და პაატა გვათუამ და სალომე ზაბახიძემ პროექტისათის "გასართობი მოედანი"

 

გამარჯვებული პროექტები თბილისის მერიის მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონში განხორციელდება. მათ ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკა დეპუტატ სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროში გაიარონ.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge