ინტერაქტიური სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერაქტიური სემინარი


106-ე აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა ტურისტული კომპანია Diamond Georgia–ს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ლოლიშვილმა.

 

თემატიკა შეეხო საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და სტუდენტების დასაქმებას, აზერბაიჯანის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას და ბაქოს ტურს, რომელიც მ/წ აპრილს გაიმართება.

 

ზაზა ლოლიშვილმა აუდიტორიას გაუზიარა პირადი გამოცდილება ტურისტული კომპანიის მართვის და ტურისტული მარშრუტების მოდელირების შესახებ.

 

შეხვედრა ჩატარდა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge