ევრაზიის V მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2016

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის V მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2016


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) ურთიერთთანამშრომლობით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა ევრაზიის V მულტიდისციპლინარული ფორუმი.

 

ფორუმი გახსნეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტმა იოვან შოპოვსკიმ.

 

ფორუმის მუშაობაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკვლევარებმა ამერიკის შეერთებული შტატებდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, თურქეთიდან და სხვ.

 

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სექციური მუშაობა. მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლობლობა მიეცათ გაცნობოდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, გაეზიარებინათ საკუთარი კვლევის შედეგები და გამოცდილება.

 

ფორუმის დასრულების შემდეგ დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის.

 

პროგრამა

 

ნაშრომები

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე  n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26

                              ჯოვან შოპოვსკი - ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტი contact@emforum.eu