კულტურული ტური იმერეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კულტურული ტური იმერეთში


მ/წ 9 ოქტომბერს, ბიზნესისა და მართვის სკოლის, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო კულტურული ტური იმერეთში. სტუდენტებმა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს სასწავლო ტური, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს ბაგრატი, მოწამეთა, გელათი - დაათვალიერეს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით, აქვეა აღმოჩენილი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

 

სასწავლო ტური მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარის განვითარებას, სტუდენტების მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობას, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების შესწავლას.

 

სასწავლო ტურის ბოლოს ჩატარდა პრეზენტაცია.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge