შეხვედრა მანანა მენაბდესთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა მანანა მენაბდესთან


მ/წ 24 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ესტუმრა მანანა მენაბდე, რომელმაც ჟურნალიტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერ-კლასი მედიასივრცეში შოუ-ბიზნესის პრობლემების ასახვის საკითხებზე.

 

სააუდიტორიო შეხვედრის შემდეგ ატრიუმში გაიმართა პოეზიისა და სიმღერის საღამო, რომელიც უშუალობის ატმოსფეროში წარიმართა. ქალბატონმა მანანამ გარდა საკუთარი შემოქმედების დემონსტრირებისა, უპასუხა სტუდებისთვის საინტერესო კითხვებს.

 

უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და პროფესორმა პაატა ნაცვლიშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისთვის და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

 

საკონტაქტო პირი: დავით სარიშვილი; d.sarishvili@gruni.edu.ge