ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატთან

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატთან. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას, განათლებისა და მეცნიერული კვლევის, მომავალი სპეციალისტების კარიერისათვის მომზადების, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ცვალებადი ეკონომიკის პირობებთან მათი ადაპტირების პროცესს.