ერაზმუს მუნდუსის სამიტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერაზმუს მუნდუსის სამიტი


2015 წლის 26-27 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში ჩატარდა ერაზმუს მუნდუსის სამიტი. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერისტეტის (პოლონეთი) მიერ.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად, სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ერაზმუს მუნდუსის პროგრამაში ჩართული სხვადასხვა უნივერისტეტის წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.

 

სამიტზე შეჯამდა EMINENCE და EMINENCE II პროექტების შედეგი და განხილულ იქნა მათი როლი მონაწილე მხარეების განვითარების პროცესში. პროექტში მონაწილე სტუდენტებმა უცხოეთში მიღებული გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

 

სამიტი საქმიან ვითარებაში ჩატარდა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განიხილეს არსებულ პრობლემები და დასახეს მომავალი პერსპექტივები.

 

პროგრამა

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577538626; n.kemertelidze@gruni.edu.ge