გერმანიაში ერთი სემესტრით სწავლის შესარჩევი კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გერმანიაში ერთი სემესტრით სწავლის შესარჩევი კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი გერმანიაში ერთი სემესტრით სწავლის თაობაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა.

 

გასაუბრება ჩაატარეს ბიზნესის ადმინისტრირების გერმანულენოვანი პროგრამის კოორდინატორმა შოთა მურღულიამ და ჰაიდენჰაიმის უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორმა ქალბატონმა ინგრიდ ლანგემ.

კონკურსის შედეგად შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც ერთი სემესტრით ისწავლიან გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტში და მიიღებენ ბადენ-ვურტემბერგის მხარის სამთავრობო სტიპენდიას თითოეული 1500 ევროს ოდენობით.

სტუდენტების დაბინავება და უნივერსიტეტში ინტეგრაცია სრულად არის ორგანიზებული გერმანული მხარის მიერ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები განთავისუფლებული არიან სემესტრული გადასახადისგან.

შერჩეული სტუდენტები:

 

  • ანანო ჩომახიძე - გერმანულენოვანი სემესტრი - ზაფხულის პერიოდი
  • ქეთი მაისურაძე - გერმანულენოვანი სემესტრი - ზაფხულის პერიოდი
  • ნინო კუპატაძე - ინგლისურენოვანი სემესტრი - შემოდგომის პერიოდი
  • ბექა კვეზერელი - ინგლისურენოვანი სემესტრი - შემოდგომის პერიოდი
  • გიორგი ახვერდაშვილი - ინგლისურენოვანი სემესტრი - შემოდგომის პერიოდი

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ სტუდენტებს და უსურვებს წარმატებებს.