გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე ეწვევია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე ეწვევია

2012 წლის 6 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მაია სიდამონიძე ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, დეპარტამენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს სამეცნიერო/საერთაშორისო და მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას, ტრენინგების და სხვადახვა ღონისძიებების ორგანიზებას. სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მათ სტაჟირება/დასაქმებაზე ორიენტირებული ერთობივი პროექტების ორგანიზება/რეალიზებას.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მაია სიდამონიძემ ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ტურისტული ინდუსტრიის განვითარება საქართველოში“. შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.