სტუდენტთა გამარჯვება ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE და EMINENCE 2 პროექტებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა გამარჯვება ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE და EMINENCE 2 პროექტებში

2015 წლის თებერვალს, დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE  2 პროექტების შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა და ერთმა პოსტ-დოქტორანტმა გამარჯვა და მოიპოვა 100 %-იანი დაფინანსება.

 

გამარჯვებული სტუდენტები 2015 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ევროპის სამ წამყვან უნივერსიტეტში. კერძოდ, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი).

 

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:

 

  1. მირანდა თედეშვილი - სოციოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
  2. ალგო ელიზბარაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
  3. თამარ ღლონტი  - ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
  4. ქეთევან მოთიაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
  5. გიორგი თავაძე - პოსტ-დოქტორანტი

 

გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტებში გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის მიერ შეთავაზებულმა  აპლიკანტმა მეორე და მესამე მიზნობრივი ჯგუფებიდან.

 

2015 წლის სექტემბრიდან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტის დოქტორანტს, აგრეთვე,

 

2 აკადემიურ პერსონალს როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტიდან და ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტიდან. 

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია გამარჯვებულ სტუდენტებს ულოცავს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.