ლაშა მგელაძის მასტერ კლასი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლაშა მგელაძის მასტერ კლასი

24 მარტს 19:00 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის სტრატეგიული კვლევის საინიციატივო ჯგუფმა მოიწვია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აპარატის უფროსი ლაშა მგელაძე, რომელმაც მსმენელებს ჩაუტარა მასტერ კლასი სტრატეგიის წერის და სამოქმედო გეგმის კვლევის მეთოდებისა და სპეციფიკის შესახებ. ტურიზმის სტრატეგიული კვლევის საინიციატივო ჯგუფმა დასახა სამომავლო და შიდა სამოქმედო გეგმა. მომავალში იგეგმება შეხვედრების გაგრძელება და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება. საინიციატივო ჯგუფი ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ სტუდენტთან, სპეციალობის მიუხედავად.