შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია სამართალში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია სამართალში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა 2-3 თებერვალს აწყობს პირველ შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენეციას შემდეგ თემებზე:

2 თებერვალი - „კერძო სამართლის აქტუალური საკითხები“

 

3 თებერვალი - „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“

 

  • კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული;
  • დასაშვებია მოხსენება ორი მომხსენებლის თანაავტორობით;
  • წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში;
  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო კვლევითი ნაშრომი;
  • ორიგინალური კვლევა;
  • საუკეთესო პრეზენტაცია;
  • ჟიურის სიმპატია;

 

მოხსენების ფორმატი

  • მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი;
  • დისკუსია - 5 წუთი.

 

რეგისტრაციის გასავლელად კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომის სათაური და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე: k.kukhianidze@gruni.edu.ge; kate_kukhianidze@mail.ru

თბილისის კამპუსის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან მგზავრობის დაფინანსებითა და საცხოვრებლით ბათუმის სტუდენტურ საცხოვრებელში.

რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო თარიღია 20.12.2018

 

 

მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის:

 

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
  • გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისათვის Sylfaen.
  • სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,5;
  • ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორ-მატით;
  • პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
  • სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (13 Pt, Bold) ;
  • მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold)
  • სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 500 სიმ-ბოლოსი);
  • სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი, თავები, ქვეთავები (12Pt);
  • სტატიის მოცულობა 7-10 გვერდი;
  • სტატიის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს ელ.ფოსტაზე: k.kukhianidze@gruni.edu.ge; Kate_kukhianidze@mail.ru
  • ბიბლიოგრაფია წარმოდგენილ უნდა იქნას ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრო­ბით - ჯერ გამოცემები ქართულ ენაზე (ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით), ხოლო შემდეგ – უცხოურ ენებზე (იმავე თანმიმდევრობით). ნუსხაში უნდა მიეთითოს:

 

წიგნის ან მონოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში:

  • ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
  • გამოცემის წელი
  • სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
  • გამოცემის ადგილი
  • გამომცემლობა
  • მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორია. თბილისი: განათლება.

 

პერიოდული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში

  • ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
  • წელი
  • ნაშრომის სახელწოდება
  • სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
  • ტომის ნომერი
  • გამოცემის ნომერი
  • გვერდები, რომელზეც განთავსებულია ნაშრომი
  • მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, 15 (21), 12-15.
  • შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, იანვარი, 12-15.

 

ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში:

  • მასალის ავტორი
  • ვებგვერდის ავტორი
  • მასალის დასახელება ლინკის მინიშნებით
  • ვებგვერდის მისამართი
  • მასალის მოძიების თარიღი
  • მაგ.: ბრაუნი ტ. ბრიტანეთის სამართლის საფუძვლები. ზოგადი განათლება. www . .
  •  (15.02.2005).

 

ელექტრონული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში:

  • სტატიის ავტორი (გვარი, ინიციალები)
  • წელი
  • სტატიის დასახელება
  • ელექტრონული გამოცემის დასახელება (დახრილი შრიფტი)
  • გამოცემის ნომერი
  • თავი, პარაგრაფი (იწერება ფრჩხილებში)
  • ვებ-გვერდის მისამართი
  • მასალის მოძიების თარიღი
  • მაგ.: კოილი მ. 2003. თავისუფლების აქტის . . . . ევროპის ფორუმი 3 (5). www . . . (15.06.2003).

 

სახელისუფლებო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში:

  • ქვეყნის დასახელება
  • უწყების დასახელება, რომელსაც ეკუთვნის დოკუმენტი
  • წელი იმ გამოცემისა, სადაც მოძიებულ იქნა მითითებული დოკუმენტი
  • დოკუმენტის სახე (ბრძანება, კანონი...)
  • დოკუმენტის დასახელება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრისა და წლის მინიშნებით
  • ადგილი იმ გამოცემისა, რომელშიც მოძიებულია მითითებული დოკუმენტი
  • გამოცემის დასახელება, რომელშიც მოძიებული იქნა მითითებული დოკუმენტი
  • მაგ.: საქართველო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2005. მინისტრის ბრძანება:
  • ... ცვლილებების შესახებ . . . (639, 5.09.2005). თბილისი: საკანონმდებლო მაცნე #115.
  • ე) ტექსტში, გამოყენებული ლიტერატურა, უნდა მიენიშნოს შემდეგნაირად: ციტატის ბო­ლოს იხსნება ფრჩხილი, სადაც იწერება დასახელებული ლიტერატურის რიგითი ნომერი თანდართული ნუსხის მიხედვით და გამოიყოფა მძიმით. შემდეგ კი მიეთითება გვერდები, საიდანაც აღებულია ციტატა ან თეზისი. მაგ.: (15, 150-161).

 

ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის

თემატიკის შეუსაბამო სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება. 

მასალები ქვეყნდება ავტორის რედაქციით.

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კუხიანიძე k.kukhianidze@gruni.edu.ge kate_kukhianidze@mail.ru