საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური მულტიდისციპლინური კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური მულტიდისციპლინური კონფერენცია

სამეცნიერო კვლევებში ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვის, მათი მხარდაჭერის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტი მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ მულტიდისციპლინურ კონფერენცია.

ახალგაზრდა მეცნიერებს (ბაკალავრები და მაგისტრები) საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები შემდეგი მიმართულებებით:

  • სამართალი;
  • მედიცინა;
  • პოლიტიკის მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე: international@gruni.edu.ge  უნდა გამოაგზავნონ თეზისები.

 

მოთხოვნები თეზისებთან დაკავშირებით:

  1. თეზისები - 150-200 სიტყვა;
  2. თეზისები უნდა იყოს წარმოდგენილი მშობლიურ და ინგლისურ ენებზე;
  3. წამოდგენილი უნდა იქნეს მასალის ელექტრონული ვერსია;
  4. შრიფტი Sylfaen”,  ზომა – 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) 2 სმ;
  5. თეზისების დასაწყისში (სათაურამდე) უნდა იქნეს მითითებული ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი, ქვეყანა, სასწავლო დაწესებულების დასახელება, სპეციალობა, პროგრამა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა),  დონე; შემდეგ უნდა იქნეს წარმოდგენილი ნაშრომის სათაური და ბოლოს ხელმძღვანელის სახელი და გვარი წოდების მითითებით;
  6. თეზისები უნდა იყოს დანომრილი;

 

მოხსენების რეგლამენტი 10 წუთი;

დისკუსია - 10 წუთი.

 

ნიმუში

საპლიკაციო ფორმა

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 ივნისი, 2018 წელი.

 

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

 

 

საკონტაქტო პირი: ირაკლი თედორაძე - 592777727