იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის VII ნაკადი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის VII ნაკადი

დასაქმების ცენტრი გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის VII ნაკადს.

 

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2017 წლის 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის  ჩათვლით, მიმართოს დასაქმების ცენტრს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების VII ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და არის დამამთავრებელი წლის  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი,  გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულია მინიმუმ ,,B“  81-90%; პროგრამაში მონაწილეობა, აგრეთვე, შეუძლია პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

 

სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 1 სექტემბრიდან

 

დასაქმების ცენტრი გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის VII ნაკადს.

 

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2017 წლის 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მიმართოს დასაქმების ცენტრს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების VII ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge